Tuesday, February 28, 2012

შიდსი და ნარკომანია - ფრთხილად სიკვდილი!

–შეძენილი  –იმუნო –დეფიციტური –სინდრომი

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი — მდგომარეობა რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ.Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.
შიდსი არის დავაადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). იგი აზიანებს იმუნურ სისტემას, ადამიანს აღარ აქვს ინფექციების და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი.
აივ–ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ძალიან საშიში მიკროორგანიზმია. იგი თანდათან აზიანებს და საბოლოოდ ანადგურებს იმადამიანის იმუნურ სისტემას, რომლის სისხლშიც ის შეიჭრება. ადამიანი ამ დროს ძალიან სუსტდება,მისი ორგანიზმი ვეღარ იცავს თავს სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებებისაგან. საბოლოოდ იმუნური სისტემა სულ დაიშლება"გაქრება" ადამიანის ასეთ მდგომარეობას იმუნოდეფიციტი ეწოდება,რის შედეგად ვითარდება შიდსი.
შიდსი ნელა პროგრესირებადი, ინფექციური დაავადებაა, რომელიც სავალალოდ სიკვდილით მთავრდება.
აივ–ის ორგანიზმში შეჭრის პასუხად ადამიანის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს სპეციალურ უჯრედებს – ანტი სხეულებს რომლებიც თავს ესხმიან "დაავადების გამომწვევებს" და ანადგურებენ მათ, ანტისხეულების გამომუშავებას საშუალოდ 8–12 კვირა სჭირდება, სწორედ დროის ამ შუალედს "ფანჯარა პერიოდი" ეწოდება. 3–7 წელი ადამიანი შეიძლება იყოს აივ–ის მატარებელი და თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობდეს.
შიდსის ვირუსი გადამდებია დაინფიცირებიდან სიცოცხლის ბოლომდე.
აივ–ვირუსი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს და ვრცელდება:
  • სისხლით; 
  • სპერმა და ვაგინალური სეკრეტით; 
  • თავზურგტვინის სითხით; 
  • დედის საშუალებით (პერიტანული გადაცემა); 
  • სქესობრივი კონტაქტით, როგორც ჰეტერო ისე ჰომოსექსუალური. 
სისხლით გადაცემა – აივ ინფიცირებულთა სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში.

პერინატალური გადაცემა – პერინატალური გადაცემა ეწოდება აივ–ით ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირებას. ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედის ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც შეიცავს ვირუსს. ამ დროს მასპინძელი ორგანიზმის ანუ ბავშვის ინფიცირების რისკი სხვადასხვაა, როგორც ვირუსთან, ასევე დედისა და ახალშობილის ორგანიზმთან დაკავშირებული ფაქტორების მიხედვით არის 20-28%. 1994 წელსკვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა ზიდუვოდინით მკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა პერინატალური გზით ინფიცირდება. დანარჩენები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ან დაინფიცირებული სისხლის მათ ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ინფიცირებულთ.
2008 წლის მონაცემებით შვეიცარიაში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მთელ ევროპაში კი პერინატალური გადაცემის რიცხვი ნულს უახლოვდება. ანალოგიური სიტუაციაა ჩრდილოეთ ამერიკაში. სუბ-საჰარის აფრიკაში 2008 წელს აივ-ით ინფიცირებული ორსულების 45%-მა გაიარა შესაბამისი მკურნალობა და იქ დაახლოებით 390 000 (210 000–570 000) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ესსიტუაციის თვალსაჩინო გამოსწორებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ 2004 წელს მკურნალობა მხოლოდ 9%-მა გაიარა.

შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:
ჰაერ–წვეთოვანი გზით; საყოფაცხოვრებო და სოციალურიკონტაქტებით, მწერების ან ცხოველების საშუალებით.
აივ–ს არსებობა შეუძლია მხოლოდ ადმიანის სხეულის უჯრედებში. სხვა გარემოში იგი იღუპება.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ,ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 40,3 მლნ ადამიანი: მოზრდილები – 38 მლნ, ქალები – 17,6 მლნ, ბავშვები 15 მლნ.
ეპიდემიის დაწყებიდან გარდაიცვალა 20 მლნ–ზე მეტი ადამიანი. მხოლოდ 2005 წელს დაინფიცირდა 4,9 მილიონი ადამიანი: მათ შორის მოზრდილები – 4,1 მლნ, ბავშვები 15 წ – 700, გარდაიცვალა – 3,1 მილიონი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15–დან 24 წლის ასკზე მოდის.
მართალია საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ–ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია დარეგისტრირებულ 740–ს, მაგრამ უკან დგას 3000– მდე არარეგისტრირებული შემთხვევა. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე სოლიდური რიცხვია.
საქართველში შიდსის პირველი შემთხვევა აღწერეს 1981 წ.

სიმპტომები - ინფიცირებული ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობა 3-10 წლის განმავლობაში ის გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება სხვადასხვანაირად, ყველაზე ხშირად კი ასე:
· ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1თვეზე მეტი ხნის მანძილზე;
· ლიმფური კვანძების გადიდება;
· ძლიერი საერთო სისუსტე;
· მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
· გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
· ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
· თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
· პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.

ინფიცირების დადგენა - დღეს ადამიანის ინფიცირების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ძირითადი საშუალებებია სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. თავდაპირველად შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უტარდება პირველადი ანუ სკრინინგული დიაგნოსტიკა. სკრინინგულ მეთოდებს შორის ფართოდაა გავრცელებული ე. წ. „სწრაფი/მარტივი“ მეთოდები და ანტისხეულების გამოვლენა იმუნოფერმენტული ანალიზის მეშვეობით. სკრინინგული მეთოდით ინფიცირების დადასტურებულ სუბიექტს უნდა ჩაუტარდეს დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული დიაგნოსტიკა. დღესდღეისობით კონფირმაციულ მეთოდებს შორის ყველაზე ზუსტია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი(PCR). საკუთრივ PCR ორი სახისაა: თვისობრივი და რაოდენობრივი.თვისობრივი მეთოდი გამოიყენება ინფიცირების ადრეულ სტადიაში ყოფნის, სკრინინგული დიაგნოსტიკის გაურკვეველი შედეგის და ახალშობილის ინფიცირების გამოსავლენად. რაოდენობრივი მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში,რაც ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსში, გამოიყოფა ორი ტიპი,რომელიც აინფიცირებს ადამიანს: აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მეტად საშიში და ასევე უფრო იოლად გადაცემადი. მსოფლიოში აივინფექციების ძირითადი ნაწილი მისგან არის გამოწვეული. 2006 წლის 25 მაისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, რომ სწორედ აივ-1 არის მსგავსი მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსისა, რომელიცაღმოაჩინეს შიმპანზეებში. მოლეკულური დაკვირვებებიდან ჩანს, რომ აივ შიმპანზეებიდან ადამიანში გადაცემულა ახლო წარსულში.
მეცნიერების მტკიცებით ვირუსი შიმპანზედან ადამიანებში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოსდემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე ტერიტორიებში. ერთერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არიალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და აქედან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.
აივ ინფექცია/შიდსისაგან დღესდღეობით განკურნება შეუძლებელია,მაგრამ თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა შიდსი მომაკვდინებელი ინექციიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად აქცია.

1 დეკემბერი არის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე.


ნარკომანია 


ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
1. შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
2. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
3. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში);
4. ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

შეცვლილი რეაქციის სინდრომი – ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.
მოხმარების ფორმის ცვლა — ნარკოტიკის ეპიზოდური მიღებიდან რეგულარულზე გადასვლა. ნარკოტიკის სისტემატური მიღება ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულ დისფუნქციებს იწვევს, ნარკომანს კი უნარჩუნდება ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტი. მაგალითად, თუ ჯანმრთელი ადამიანი იძულებულია ზედიზედ რამდენიმე დღე მიიღოს ალკოჰოლი, მას უჩნდება ინტოქსიკაციის სიმპტომები და როგორც წესი, ეს მას ალკოჰოლზე უარის თქმას აიძულებს; ალკოჰოლიკს კი მსგავსი რამ არ ემართება. დროთა განმავლობაში, ვითარდება ნარკოტიკისადმი მიჩვევა და მისი სისტემატური მიღება უკვე იძულებით ხდება, რადგან იგი უკვე განპირობებულია ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომების ფორმირებით, აბსტინენტური სინდრომით .
დამცავი რეაქციების გაქრობა — ორგანიზმის ფუნქციონირების ახალ დონეზე გადასვლის მაჩვენებელი, როცა ნარკოტიკის ადრინდელი დოზები უკვე აღარაა ტოქსიკური და შესაბამისად, აღარ საჭიროებს დაცვას. მოცემული სიმპტომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია — გადამეტებული გაბრუების დროს, ალკოჰოლიკებში გულისრევის რეფლექსის გაქრობა. ნარკომანიის სხვა ფორმებისთვის დამცავ მექანიზმებად ანუ სიგნალებად (რომლებიც არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ იტყობინებიან) შეიძლება მივიჩნიოთ კანის ქავილი, ჭარბოფლიანობა, სლოკინი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, თვალების წვა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა. ეს სიმპტომები, რომელიც დაავადების ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეინიშნება, მოგვიანებით უკვე აღარ ჩნდება, ღრმა სასიკვდილო ინტოქსიკაციის დროსაც კი.
ტოლერანტულობის ცვლა — ნარკომანიის მთავარი სინდრომი. ნარკომანიის უკლებლივ ყველა ფორმისთვის დასაწყისში დამახასიათებელია ტოლერანტულობის ზრდა, მისი მაღალ დონეზე სტაბილიზება და შემდეგ მისი კლება. სწორედ ამ სიმპტომითაა განპირობებული ნარკომანიის განვითარების სტადია. ნარკოტიკის სისტემატური მიღების დაწყებიდანვე, მისდამი ტოლერანტულობა შეუჩერებლად იზრდება, რომელიც საწყის, ფიზიოლოგიურ ტოლერანტულობას დაავადების პიკზე 5-10-ჯერ (ბარბიტურატებისთვის), 8-12 ჯერ (ტრანკვილიზატორებისთვის) და 100—200-ჯერ (ოპიატებისთვის) აღემატება. „ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის ასეთი დოზები შეიძლება სასიკვდილოსას ბევრჯერ აღემატებოდეს.
გაბრუების ფორმის ცვლა — სიმპტომი, რომელიც რეაქციის ცვლის სინდრომის სტრუქტურაში ყველაზე ბოლოს ჩნდება. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ნარკოტიკის სისტემატური მიღება, გაქრა დამცავი რეაქციები და მაღალი ტოლერანტულობა დამკვიდრდა. ნარკომანიის ყველა ფორმის დროს, ნარკოტიკის ფიზიოლოგიური მოქმედება, რომელსაც დაავადების ადრეულ ეტაპებზე ჰქონდა ადგილი, დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება: ტრანკვილიზატორების, საძილე წამლების, ოპიატების მიღებისას ქრება მათი სედატიური ეფექტი, ალკოჰოლი აღარ იწვევს დადებით შედეგს, სტიმულატორები არ იწვევენ ტაქიკარდიას და ა. შ. ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორიის ადრეული ინტენსიურობის მიღწევა საწყის ეტაპზე დოზის თანდათანობითი ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი, მაგრამ დაავადების გარკვეულ ეტაპზე მაქსიმალური დოზა არ იძლევა ადრინდელი შეგრძნებების მსგავს სიძლიერეს, ხოლო მისი გადამეტება ზედმეტი დოზის მიღებას იწვევს. ამ ეტაპზე ხდება ეიფორიის ხარისხის ცვლა, მისი ფაზები განიცდიან ცვლილებას. ნარკომანიის ნებისმიერი ფორმის დროს, მაქსიმალური ტოლერანტულობის ფორმირებისას, ნარკოტიკი (თავისი ფარმაკოლოგიური კუთვნილების და საწყისი ფიზიოლოგიური მოქმედების თავისებურებების მიუხედავად) ორგანიზმზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს, ხოლო ტოლერანტულობის კლებასთან ერთად, ნებისმიერი ნარკოტიკი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის ნორმალიზაციას ახდენს (მატონიზებელი ეფექტი).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცვლილი რეაქციის სინდრომი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი სიმპტომებისგან შედგება, ნარკომანიის ფორმირებისას იგი პირველი ჩნდება და უწყვეტად განიცდის ტრანსფორმაციას განვითარებადი დაავადების ყველა სტადიაზე.

ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი – ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.
ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.
ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.

ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი – იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.
ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, როდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვების — შიმშილის, წყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისას, სექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლია. კომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობს. წარმოშობის მიხედვით, კომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:
1. კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანი; რადგან, პირველ რიგში, ის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის; ამას გარდა, კომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდება, რომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ-ს გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაში, ინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევს. კომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ის, რომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვა, მაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): ა) მაღალი ინტენსივობა, რომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროს; ბ) სპეციფიურობა, რაც გულისხმობს, რომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდეს, რომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.
2. კომპულსიური ლტოლვა, რომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.
3. კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვება, დამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვის. კომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრება, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხი. პირველ რიგში, ეს ნარკომანიის ის ფორმებია, რომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებების, სტიმულატორების, ჰაშიშის, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისას. კომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროს — ოპიომანიის შემთხვევაში.
ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივია, ფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალური) დოზა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიას, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.
აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ-ს მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დრო, კონკრეტული სიმპტომატიკა, სიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურია. პათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობა, საკუთარი რესურსებით, ნარკოტიკების გარეშე, შექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობები, რომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისას, არასრული კომპენსაციის შედეგია.

აბსტინენტური სინდრომი – ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია. ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის: ყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროს — რამდენიმე საათის შემდეგ; უფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.
აბსტინენტური სინდრომი დაავადების მანძილზე თანდათანობით ვითარდება, ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის სხვადასხვა დროში: ყველაზე ნელა აბსტინენტური სინდრომი ყალიბდება ალკოჰოლიზმისას, სწრაფად — ჰაშიშიზმის დროს, უფრო სწრაფად — საძილე საშუალებებისა და სტიმულატორების მოხმარებისას და ყველაზე სწრაფად — ოპიომანიის და კოკაინიზმის დროს.

ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი – ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს: ალკოჰოლი და საძილე საშუალებები — ანამნეზიური დარღვევები (აზროვნების, ინტელექტის დარღვევა) და მეხსიერების დარღვევა; ოპიუმი და სტიმულატორები — ნებასთან დაკავშირებული დარღვევები.
ზიანდება Ι — ენერგეტიკული ფუნქცია (აქტივობის, ენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, გატაცებების და მოთხოვნილებების გაქრობა, წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, პროგრესირებადი გამოფიტვა); ΙΙ — ტროფიკული ფუნქცია (სომატური ცვლილებები: გამოფიტვა, სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, თვალებში სხივის გაქრობა, მტვრევადი და გახუნებული ფრჩხილები, თმა; წონაში დაკლება; ოპიომანები სწრაფად და უმტკივნეულოდ კარგავენ კბილებს; ვენების გაგანიერება, შემაერთებელი ქსოვილის განტოტვა — დაბუშტული ვენები, უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევა, რასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებები; კუჭნაწლავის დაავადებები — ოპიომანები, ბარბიტურომანები; გულსისხლძარღვთა სისტემაში — ინფარქტები, სუნთქვის ორგანოების გაღიზიანება — ჰაშიშის მოხმარებისას, ღვიძლის მოშლა — პოლინარკომანიის დროს). ΙΙΙ — ფსიქიკური გამოფიტვა ვლინდება გონების დაქვეითებით. ფსიქიკური გამოფიტვა სამ ეტაპად ვითარდება: 1) პიროვნების გაუხეშება (უარყოფითი თვისებების გამახვილება); 2) ფსიქოპათიზება; 3) დემენცია. ორგანული გონების დაქვეითება დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ბარბიტურატებს, მფრინავ არომატულ ნივთიერებებს, ჰაშიშის ზოგიერთ სახეობას. დისფორია, როცა ნარკომანია განვითარდა აფექტური დარღვევის, მოუსვენრობის გზით. ასევე, მსგავს ავადმყოფებს ახასიათებთ ეგზოგენური ფსიქოზები, რომლებიც წარმოიშობა 1) გაბრუების პიკზე; 2) აბსტინენციის პიკზე (მიზეზი — ინტოქსიკაცია); 3) ნარკოტიკული ნივთიერებების შეცვლისას (მიზეზი — ინტოქსიკაცია) ვლინდება ცნობიერების დარღვევისით, რომელსაც დარღვევის პერიოდში თან ახლავს ამნეზია. ნარკომანული ფსიქოზების თავისებურება ემოციური დარღვევების აუცილებელ არსებობას, სავარაუდოდ ბოდვას, პარანოიის ან ჰალუცინაციის გამომწვევის არსებობას გულისხმობს. ასეთ დროს — კანქვეშის, ნათხემის, ჰიპოთალამუსის პოლინეფრიტის ტიპის მიხედვით დაზიანება ხდება (რაც პროცესის დიფუზურობაზე მიუთითებს). თუმცა, ყოველდღიურ ყოფაში და იურიდიულ პრაქტიკაში ნარკომანია, როგორც ცნება, გულისხმობს ნებისმიერი აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებას, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ იწვევენ დამოკიდებულებას (მაგალითად, კანაფი ან ლსდ). ამავე დროს, ალკოჰოლის გამოყენება, როგორც წესი, არ ითვლება ნარკომანიად, რადგან ის აკრძალული არაა.

დამახასიათებელი თვისებები

ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია: ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია.

ნარკომანია და საზოგადოება


სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.
ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.

მკურნალობა

ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.

ძალისმიერი გზები

ნარკომანიასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო პროპაგანდას. მაგრამ მაინც თვლიან, რომ უფრო ეფექტურია (მაგრამ ცოტა რთული), საზოგადოებას ისეთი სოციალური პირობები შეუქმნან, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას ხელს შეუშლის.

ნარკოტიკების გავრცელება მათი ტიპების მიხედვით

გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ყავს), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი — ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.
ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა — განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის — მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად ექსტაზი ევროპაში და კრისტალი აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.


მდგომარეობის განვითარების პროგნოზი


გაეროს სპეციალისტთა აზრით, ნარკოტიკების ბაზარზე მდგომარეობის განვითარებას მთლიანად განაპირობებს მდგომარეობა ავღანეთში, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს ყანებია და სადაც უკანასკნელ წლებში მსოფლიოში უკანონო ოპიუმის წარმოების სამი მეოთხედი მოდის.
ამასთან, უკვე მეოთხე წელია ინარჩუნებენ საერთო სტაბილურობას და კოკას ნარგავებს ამცირებენ (კოლუმბია, პერუ და ბოლივია) და კოკაინის წარმოება. აქტიურად ფუნქციონირებს კანაფის ბაზარი. მისი მოხმარება იზრდება სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე აფრიკაში.
2006 წლის მარტში გამოქვეყნდა გაეროსთან ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მორიგი ყოველწლიური მოხსენება.
მოხსენებაში დასახელებული საერთო ტენდენციების რიცხვს მიეკუთვნება ნარკოტიკების საფოსტო კონტრაბანდა, ნარკოტიკების შეუფერხებელი ტრანზიტი მექსიკიდან და ასევე, ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ აღნიშნული ფაქტი სულ უფრო დიდი რაოდენობით ავღანური ჰეროინის რუსეთში შეტანის შესახებ. 2004 წელს რუსეთში ჰეროინის რეკორდული რაოდენობა ამოიღეს — 3,8 ტ. (ევროპაში რუსეთი მეექვსე ადგილზეა ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის და საფრანგეთის შემდეგ.
 ევროპაში მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზე რჩება მარიხუანა (30 მილიონი ადამიანი), შემდეგ კოკაინი და ჰეროინი (დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მას 1,5 მილიონი ადამიანი მოიხმარს), ასევე „ექსტაზი“. ჰეროინზე უკანონო მოთხოვნა ევროპაში დაახლოებით 170 ტ.-ს აღწევს. პრაქტიკულად მთელი ჰეროინი ევროპულ ბაზარზე ავღანეთიდან შედის. ექსტაზის 80 პროცენტს ევროპაში აწარმოებენ და იქედან გადის ავტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ევროპაში „ექსტაზს“ ძირითადად ჰოლანდიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მოიხმარენ, კოკაინს კი — ესპანეთში, ჰოლანდიაში, დანიასა და გერმანიაში. რუსეთში ოფიციალურად 500 000 ნარკომანია, მაგრამ ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რიცხვი შეიძლება 6 მილიონს აღწევდეს — მაშასადამე, მთელი მოსახლეობის 4 პროცენტი. რუსეთში 2 მილიონი ახალგაზრდა ნარკომანია — 24 წლამდე. 1 მილიონი მოქალაქე მოიხმარს ოპიატებს, ძირითადად ჰეროინს.
ეს ძალზე სახიფათოა მოზარდის ჯანმრთელობისათვის და ზოგჯერ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მოზარდებში ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი მშობლებიც, რადგან თუ მთელმა საზოგადოებამ არ გამოიჩინა დაინტერესება ამ პრობლემის მიმართ, მარტო სამართალდამცავების ძალისხმევით მისი გადაჭრა შეუძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ისინიც ხშირად სცოდავენ, როცა საქმე ფულს და ნარკოტიკებს ეხება.

ნარკომანია საქართველოში

მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითრარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. კერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშეოება, როგორიცაა შიდსი და სხვა... 26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
არავინ იცის, პირველად ვინ მოიხმარა ნარკოტიკი, თუმცა ამ მოქმედებამ კაცობრიობა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემებისა და სატკივარისგან თავის დაღწევას, ამისათვის კი მუდმივად იყვნენ ისეთი ნივთიერებებისა და მცენარეების ძიებაში, რაც მათ ზედმეტი საფიქრალისგან გაათავისუფლებდა. მეცნიერულმა პროგრესმა კიდევ უფრო გაზარდა ნარკოტიკების მოხმარების დონე. მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენი, რომელიც მანამდე დედამიწის ცალკეული რეგიონების ლოკალურ პრობლემად ითვლებოდა. ამ სენს ნარკომანია ჰქვია, დაავადებულებს კი ნარკომანები და გულისხმობს მათ, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ამა თუ იმ ნარკოტიკის გარეშე.
რა არის ნარკომანია: სენი თუ დამოკიდებულება, დამოკიდებულება უარყოფითი თვისებებისადმი - თავისთავად სენია, ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება კი - ადამიანის ის საგანგაშო თვისებაა, რომელსაც ის დაღუპვამდე მიჰყავს. კაცობრიობა მივიდა იმ აზრამდე, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა. საზოგადოების დამოკიდებულება ნარკომანის მიმართ არაერთგვაროვანია. ადამიანები აგრესიულად გადმოსცემენ თავიანთ მიდგომას ან საერთოდ გაურბიან ამ პრობლემაზე საუბარს. უმეტეს წილად, არავის სურს ნარკომანთან ურთიერთობა, მასთან საქმიანი ურთერთობის დაჭერა. სრულიად ბუნებრივია მშობლის მოქმედებაც, რომელიც შვილს ნარკომანთან მეგობრობას უკრძალავს იმის შიშით, რომ იგი მასზე ცუდ გავლენას მოახდენს. გასაგებია ეს პოზიცია _ გასაგები, მაგრამ საგანგაშო. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის, რომ ნარკომანია არა არის ერთი კონკრეტული პირის პრობლემა. ეს საერთო სატკივარია. საზოგადოება ინდივიდებისაგან შედგება და თითოეული მათგანის მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პიროვნება, არამედ მთლიანად ის საზოგადოებაც, რომლის ნაწილიც ის არის. ერთობლივად უნდა შეიქმნას კეთილსასურველი გარემო ამ პრობლემის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ არის შესაძლებელი ნარკომანის რეაბილიტაციაზე საუბარი.
მიუხედავად მრავალგერადი გაფრთხილებისა მას-მედიის საშუალებებით, ახალგაზრდები მაინც მიილტვიან ნარკოტიკებისკენ. რა აღძრავს ამ ლტოლვას: ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მახინჯი ძველბიჭური აზროვნება, ,,აკრძალული ხილის” ერთხელ გასინჯვის სურვილი თუ სხვა მიზეზები? მიზეზი ინდივიდუალურია და ხშირად ბანალურიც. ნარკომანთა უმეტესობას არც ახსოვს, რატომ გასინჯა პირველად ნარკოტიკი. მიუხედავად ამისა, შეიძლება რამდენიმე მიზეზის დასახელება: ქუჩურ-ქურდული მენტალიტეტი, პრობლემებისაგან თავის დაღწევის სურვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა ნარკომანიაზე, მის შემდგომ გართულებებზე და ა.შ.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უდიდესი როლი აკისრია იმ ფაქტორს, თუ ინტელექტუალური განვითარების რა დონეზეა ის საზოგადოება, რომლის წევრიც არის ნარკომანი. მნიშვნელოვანია აგრეთვე სამართლებრივი სტაბილურობის დონე. ყოვლად დაუშვებელია ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნა თავისუფლების განვრცობის მოტივით. ამ მოთხოვნის უკან ყოველთვის დგას კონკრეტულ პირთა ფინანსური ინტერესები და არავითარ შემთხვევაში, არ ისახავს მიზნად ადამიანის თავისუფლების დაცვას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მკაცრი სანქციების დაწესებით ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. სახელმწიფოს თანაბრად ევალება ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკომანიას, როგორც დაავადებას.

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას!! მე მერლინი ვარ აქ, შტატებში და აქ ვარ, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გააკეთა ექიმმა ჯეიმსმა ჩემთვის. მე (GENITAL HERPES VIRUS) დაავადებული მაქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში და მუდმივად მქონდა ტკივილი და ქავილი, განსაკუთრებით ჩემს პირად ნაწილში. პირველი წლის განმავლობაში. ეს დაავადება მთელს სხეულში ვრცელდებოდა და მე გამოვიყენე ორეგანოს ზეთი, ქოქოსის ზეთი, აციკლოვირი, ვალ აციკლოვირი, აციკლოვირი და რამდენიმე სხვა პროდუქტი და ეს მართლაც დამეხმარა ჩემი ეპიდემიის დროს, მაგრამ მე მთლიანად განკურნებული ვიყავი! ჩემი HSV– დან ძლიერი და აქტიური მცენარეული მედიკამენტი შეუკვეთა დოქტორ ჯეიმსის მცენარეულ ნარევს და ის მთლიანად ებრძოდა ვირუსს ჩემი ნერვული სისტემისგან და უარყოფითი ტესტი გამომივიდა დოქტორ ჯეიმსის მცენარეული ნარევის მედიკამენტის გამოყენების შემდეგ. მე აქ ვარ, რომ ყველამ იცოდეთ, რომ ჰერპესის ვირუსს აქვს სრული განკურნება, მე თავი დავაღწიე ექიმ ჯეიმსის მცენარეული მედიცინის დახმარებით. მე წავაწყდი Tasha- ს ჩვენებას, ინტერნეტში, რომელიც მოწმობდა დოქტორ ჯეიმსის შესახებ, თუ როგორ განკურნა იგი 7 წლის HSV 2. და მან ასევე მისცა დიდი დოქტორ ჯეიმსის ელექტრონული ფოსტის მისამართი (drjamesherbalmix@gmail.com ... ] ..., ვურჩევ ნებისმიერს, დაუკავშირდეს მას ნებისმიერი სახის დაავადებების შესახებ, რომლითაც ის დაგვეხმარება, ამიტომ მე ელ.წერილით ვუთხარი მას ჩემს შესახებ (HSV 2), მან მითხრა, არ ინერვიულო, რომ მე ვიქნები განკურნებული !! ისე, მე მას ეჭვი არასდროს შეპარვია. მე მჯერა, რომ მას შეუძლია მეც განკურნოს, ექიმმა ჯეიმსმა მოამზადა და გამომიგზავნა ფესვებისა და მწვანილისგან დამზადებული მცენარეული მიქსური წამალი, რომელიც მივიღე. პირველ ერთ კვირაში, მე დავიწყე ყველა ჩემზე, 15 დღის შემდეგ დალია მისი მცენარეული მიქსების წამალი, სულ განკურნებული ვიყავი. აღარ მქონდა ქავილი, აღარ დამეუფლა ტკივილი, როგორც დარწმუნდა ექიმი ჯეიმსი. გარკვეული დროის შემდეგ ექიმთან მივედი კიდევ ერთი ტესტის გასაკეთებლად. შედეგი გამოვიდა მეგობრებო, ჩემი რჩევაა, თუ გაქვთ ასეთი დაავადება ან იცით ვინმე, ვინც დაავადებულია ან რაიმე სხვა დაავადებით, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, მეჭეჭები, მოლები, ბიპოლარული დი შპრიცი, ზოლები, HPV, აივ ინფექცია / შიდსი, ALS, HBP, კიბო, ნეფროზული სინდრომი აივ / შიდსი, ჰერპესის კიბო, საკვერცხის კიბო, პანკრეასის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, პროსტატის კიბო, გლაუკომა, კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, გულსისხლძარღვთა დაავადება , აუტიზმი, ფილტვის დაავადება. გადიდებული პროსტატა, ოსტეოპოროზი. ალცჰეიმერის დაავადება, ფსორიაზი, ტაქის დაავადებები, წითელი მგლურა, ზურგის ტკივილი, დემენცია. თირკმლის კიბო, ფილტვის კიბო, კანის კიბო, კანის კიბო და კანის კიბო. სათესლე ჯირკვლის კიბო, ლეიკემია, ვირუსები, ჰეპატიტი, უნაყოფობა და ა.შ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დიდს პირდაპირ მის ........ @ drjamesherbalmix@gmail.com ის კარგი ადამიანია და ის დაგეხმარებათ.

    ReplyDelete