ტექნიკის განვითარება მრავალ წელს ითვლის. ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ხდებოდა პრიმიტიული ტექნიკური ხელსაწყოების შექმნის მცდელობა, რამაც დასაბამი მისცა ტექნიკის განვითარების იმ დიდ გზას, რამაც უდიდეს მეცნიერულ მიღწევებამდე მიგვიყვანა.
პირველი საბეჭდი მანქანა

წიგნის ბეჭდვის ქრონოლოგია:
1) ქრისტეშობამდე 5000 წ. – ქვასა და ძვალზე ამოკაწრული ნიშნები ჩინეთიდან.
2) ქრისტეშობამდე 200 წ. – ჩინეთში ქაღალდის გამოგონება (კანაფის ბოჭკოებისგან).
3) ქრისტეშობიდან 175 წ. – ჩინეთში ქვის წარწერების ამოტვიფრა.
4) ქრისტეშობიდან 700 წ. – ხის დაფებზე ბეჭდვა ჩინეთში.
5) ქრისტეშობიდან 868 წ. – ჩინელი ბუდისტი ბერის დაბეჭდილი პირველი წიგნი.
6) ქრისტეშობიდან 1040 წ. – კერამიკის მოძრავი საბეჭდი შტამპი ჩინეთიდან
7) ქრისტეშობიდან 1300 წ. – პირველი ხის ლიტერები ჩინეთში.
8) ქრისტეშობიდან 1447 წ. – იოჰანეს გიუტენბერგის დაბეჭდილი პირველი წიგნი გერმანიაში.
9) ქრისტეშობიდან 1609 წ. – ადოლფ ზოლეს გამოშვებული პირველი გაზეთი გერმანიაში.
1) ქრისტეშობამდე 5000 წ. – ქვასა და ძვალზე ამოკაწრული ნიშნები ჩინეთიდან.
2) ქრისტეშობამდე 200 წ. – ჩინეთში ქაღალდის გამოგონება (კანაფის ბოჭკოებისგან).
3) ქრისტეშობიდან 175 წ. – ჩინეთში ქვის წარწერების ამოტვიფრა.
4) ქრისტეშობიდან 700 წ. – ხის დაფებზე ბეჭდვა ჩინეთში.
5) ქრისტეშობიდან 868 წ. – ჩინელი ბუდისტი ბერის დაბეჭდილი პირველი წიგნი.
6) ქრისტეშობიდან 1040 წ. – კერამიკის მოძრავი საბეჭდი შტამპი ჩინეთიდან
7) ქრისტეშობიდან 1300 წ. – პირველი ხის ლიტერები ჩინეთში.
8) ქრისტეშობიდან 1447 წ. – იოჰანეს გიუტენბერგის დაბეჭდილი პირველი წიგნი გერმანიაში.
9) ქრისტეშობიდან 1609 წ. – ადოლფ ზოლეს გამოშვებული პირველი გაზეთი გერმანიაში.

1814 წელს გერმანელმა კენინგმა პრაქტიკულად გამოიყენა პირველი ასეთი საბეჭდი მანქანა, რომელშიც ქაღალდის მისატკეცი დაფა ლითონის ცილინდრით იყო შეცვლილი და საღებავის წაცხება საბეჭდ ფორმაზე მექანიკურად ხდებოდა. ამ მანქანის მწარმოებლობა საათში 800 ანაბეჭდს აღწევდა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა ახალი ტიპის საბეჭდი აპარატი – სწრაფი საროტაციო საბეჭდი მანქანა. ამით გადაწყდა ჟურნალ-გაზეთების მილიონიანი ტირაჟებისა და სწრაფად გამოცემის პრობლემა.
XIX საუკუნის 90-იან წლებში სწრაფად გავრცელდა სამფეროვანი ბეჭდვა, განსაკუთრებით შესაფუთ წარმოებაში. მალე ბეჭდვაში ფოტომექანიკური პროცესების გამოყენებასთან ერთად შეიქმნა ფოლიტოგრაფია – ბრტყელი ბეჭდვა ფოტომექანიკური წესების გამოყენებით. შემდეგ ლითოგრაფიული ქვა შეიცვალა ლითონის (თუთიისა და ალუმინის) დაფით. გაჩნდა ოფსეტური ბეჭდვის მანქანა და ოფსეტური ბეჭდვის წესი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექნიკური სრულყოფით, ასევე ქაღალდისა და საღებავის ახალი სახეების გამოჩენით გაუმჯობესდა გამოსახულების ხარისხი. იგი გახდა გაცილებით უფრო მკაფიო. ჩვენს დროში უზარმაზარი როტაციული ოფსეტური ბეჭდვის მანქანებს ელექტრონული მართვით შეუძლიათ აღბეჭდონ მასალა ორივე მხრიდან როგორც ცალკეულ ფურცლებზე, ასევე ქაღალდის რულონებზე, სიჩქარით 30 ათასი ანაბეჭდი საათში.
ტელეგრაფი და ტელეფონი
.jpg)
იმ დროისათვის ყველაზე საჭირო გამოგონებად ტელეგრაფი იქცა. 1832 წელს მორზემ ამერიკაში მოგზაურობის დროს ტელეგრაფის მოდელი და თავისი ცნობილი ანბანი შექმნა. სიტყვა ტელეგრაფი ნიშნავს (ბერძნულიდან τῆλε - შორი γρᾰ́φω - ვწერ) - მავთულებით სიგნალის გადაცემის საშუალებას.
ვერნერ სიმენსი საქართველოში 1865 წელს ჩამოვიდა. ის მრავალი მნიშვნელოვანი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომის ავტორი გახლდათ. მან ააგო პირველი ტელეგრაფის ანძები ბელგიაში, რუსეთში, გერმანიაში და ამით საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. 1857 წელს მისი ხელმძღვანელობით, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიდო წყალქვეშა კაბელი და შეიქმნა პირველი „სატელეგრაფო ხიდი“ ევროპასა და აფრიკას შორის. უფრო მეტიც, წითელ ზღვაზე გავლით, 1860 წელს სიმენსმა წყალქვეშა ტელეგრაფით ევროპა და აზია ერთმანეთთან დააკავშირა. რაც შეეხება 1870 წელს, ამ დროისთვის გერმანელმა მეცნიერმა საექსპლუატაციოდ გადასცა მსოფლიოში გრძელი სახმელეთო სატელეგრაფო ხაზი, ეგრეთ წოდებული, ინდო-ევროპის ტელეგრაფი, რომელიც თბილისზე გადიოდა.
მსოფლიოში პირველი ტელეფონის დემონსტრირება მოახდინა გერმანელმა ფილიპ რეისმა (1834-1874) 1861 წლის 26 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში. ტელეფონის აღმოჩენას წინ უსწრებდა ტელეგრაფის აღმოჩენა.
.jpg)
1865 წელს რეისის ტელეფონები გაიგზავნა ლონდონში, დუბლინში და კავკასიის მთავარ ქალაქში თბილისში.
1877 წლის 5 ნოემბერს პირველმა სატელეფონო ხაზმა ევროპაში ერთმანეთთან დააკავშირა ბერლინის ფოსტამტი და ცენტრალური ტელეგრაფი. ხაზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო.
ამავე პერიოდში ვერნერ ფონ სიმენსმა თავის ქარხანაში დაიწყო მარტივი ტელეფონების დამზადება, რაზედაც დიდი მოთხოვნილება გაჩნდა და დღეში ქარხანა 700 ტელეფონს ამზადებდა.
მობილური ტელეფონის ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. სწორედ იმ დროს, კომპანია "ეითი ენდ თი"-მ უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორია "ბელ ლამორატორიეს"-მა (ეს ლაბორატორია სწორედ "ეითი ენდ თი"-ს ეკუთვნოდა) მობილური ტელეფონის შექმნის იდეა წამოაყენა. 1947 წლისთვის, ეს მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და ეს გასაგებიცაა – პირველი აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40 კგ-ს იწონიდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათანობით უფრო ნაკლებ ადგილს იყენებდნენ, ხოლო 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად "შემსუბუქდა" და სულ რაღაც 12-14 კგ-ს იწონიდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია "Motorola" იმ დროსაც არსებობდა, თუმცა მისი თავდაპირველი საქმიანობა ტელეფონების წარმოება ნამდვილად არ ყოფილა. 1945 წელს, კომპანიაში ახალი თანამშრომელი, მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან იგი რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც ახალ, პორტატულ მოწყობილობებს ქმნიდა. 1967 წელს მან და მისმა განყოფილებამ ჩიკაგოელი პოლიციელებისთვის პირველი პორტატული რაცია შექმნეს. "Motorola"–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. პირველი ტელეფონის სახელწოდება "დინა-ტაკი" იყო. ეს გახლდათ 1,5 კილოგრამიანი და 22,5X12,5X3,75 სანტიმეტრის ზომის ყურმილი. წინა პანელზე განთავსებული ჰქონდა 12 კლავიში – რომელთაგან 10 ნომრის ასაკრეფი და ორი საუბრის დროს გადაწყვეტილების მიმღები ღილაკი იყო. ტელეფონის აკუმულატორი 35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ მის "დასატენად" 10 აათზე მეტი იყო საჭირო.
3 აპრილის დილას, მარტინ კუპერმა სწორედ ეს ტელეფონი აიღო ხელში და "ბელ ლამორატორეს"-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, სკეპტიკურად განწყობილ ჯოელ ენგელს დაურეკა. ეს დიდი გამარჯვება იყო! რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე "ბელ ლამორატორიე"-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "დინა-ტაკის" შესახებ განაცხადა: "ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, იმ დროს ჩვენ 14 კილოგრამიან ტელეფონებს ვიყენებდით და მისი ფუნქციის ერთკილოგრამში მოთავსება ნამდვილი წინსვლაა"
ბუნებრივია, ახალ პროდუქტს გასაღებაც სჭირდებოდა. 1984 წლისთვის მობილური ტელეფონები შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და საუდის არაბეთის გარდა არც ერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგან იგი უსარგებლო სათამაშო ნივთი ეგონათ. 1985 წლისთვის კი ამ სათამაშომ ისე გაითქვა სახელი და იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ მის შესაძენად ხალხი რიგში ჩადგა.
მობილური ტელეფონი თანდათან იხვეწებოდა. პირველი ფერადეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური – 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს ფოტოაპარატით აღჭურვილი მობილური "შარფი". 2002 წელს კომპანია "ერიქსონმა" შექმნა პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი. იმავე წელს "სამსუნგის" ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი აპარატი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა.
მობილური ტელეფონი თანდათან იხვეწებოდა. პირველი ფერადეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური – 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს ფოტოაპარატით აღჭურვილი მობილური "შარფი". 2002 წელს კომპანია "ერიქსონმა" შექმნა პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი. იმავე წელს "სამსუნგის" ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი აპარატი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა.
.jpg)
ამჟამად, ძნელად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მობილური ტელეფონების გარეშე, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ.
HTC Corporation წარმოადგენს სმარტფონების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტაივანურ მწარმოებელს. მისი სათაო ოფიისი მდებარეობს ქალაქ ტაოიანში (ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი).HTC 1997 წელს დააარსეს ჩერ ვანგმა და პეტერ ჩოუმ.კომპანიის სახელი წარმოადგენს აბრევიატურას High Tech Computer. თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა მცირე ზომის პორტატულ კომპიუტერებს. შემდგომში ბაზარზე გამოჩნდა HTC კორპორაციის მიერ წარმოებული სმარტფონები,რომლებსაც კომპანია აწარმოებდა სხვადასხვა საერთაშორისო კავშირგაბმულობის კომპანიებისათვის,როგორებიცაა T-Mobile, Orange, O2 და Vodafone. 1998 წელს HTC-მ შექმნა მსოფლიოში პირველი სენსორული პორტატული მოწყობილობა ,რომელიც აღჭურვილი იყო wireless კავშირის შესაძლებლობით. 2000 წელს კი შეიქმნა სენსორული ეკრანის მქონე პირველი სმარტფონი. 2006 წლიდან კომპანიამ აქტიურად დაიწყო სმარტფონების წარმოება საკუთარი ბრენდის სახელით,რომლებშიც ძირითად ოპერაციულ სისტემას წარმოადგენდა Microsoft Windows Mobile, მაგრამ 2008 წელს HTC-მ გამოუშვა პირველი სმარტფონი (HTC Dream,რომელიც ასევე გავრცელებული იყო,როგორც T-Mobile G1) Android-ის ოპერაციული სისტემით.
.jpg)
.jpg)
2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მაშტაბით აიპოდის ხაზის 199 მილიონი ერთეულია გაყიდული, რაც მას ისტორიაში საუკეთესოდ გაყიდვად დამკვრელად ხდის.
ფოტო და კინო კამერები
.jpg)
ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი. შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ. უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.
ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ. არაგომ განაცხადა, რომ ლ. დაგერმა და ჟ. ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.
თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.
.jpg)
გამოსახულების პროეცირება ხდება ობიექტივის დახმარებით ,რომელის მეშვეობით გამოსახულების ფორმირება ხდება სხივმგრძნობიარე მატრიცაზე, videikon-ზე, შემდეგ კი Nipkow disk-ზე ან სხვა ელემენტზე,რომელიც გამოსახულებას სიგნალად გარდაქმნის.
რადიო და ტელევიზორი
.jpg)
ტელევიზორი — ელექტრონული მოწყობილობა,რომელიც გამოიყენება უკაბელოდ ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მისაღებად და საჩვენებლად ეკრანზე. თუმცა, შეუძლია კაბელით დაკვაშირების შემთხვევაში ვიდეოფირის ჩვენებაც.
.jpg)
ყველაზე იაფი ტელევიზორი მეორე მსოფლიო ომამდე ღირდა $125(რომელიც ახლა ტოლფასია 1,863 დოლარისა). მას ჰქონდა 8 სმ სიგრძის ეკრანი, ხოლო 30 სმ ეკრანიან ტელევიზორებს შორის ყველაზე იაფი ღირდა $445 ($6,633 ახლა).
ტელევიზია (ბერძნულიდან τήλε — შორს და ლათინურიდან video — ვხედავ) —კავშირგაბმულობის საშუალება, მოძრავი შავ-თეთრი ან ფერადიხმოვანი გამოსახულების შორ მანძილზე ტრანსილირებისათვის.
.jpg)
დღესდღეისობით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თხევადკრისტალური ტელევიზორები, ასევე ტელევიზორები, რომელთაც აქვთ 3D ფუნქცია. დროსთან ერთად თანდათან იხვეწება მათი დიზაინიც და შესაძლებლობებიც.
ეგმ მანქანა და კომპიუტერი
გამოთვლითი ტექნიკა ძალზე სწრაფად გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. ჩვენმა წინაპარმა ლერწმის ჩარჩოზე გაჭიმულ თოკზე მძივები აასხა, ყოველ თოკზე 10 ცალი. ასე შეიქმნა პირველი სათვლელი მოწყობილობა - საანგარიშო ანუ აბაკი. აბაკის გავრცელებასა და თვლის მეთოდების შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფრანგ მეცნიერს - ჰერბერტს (950 -1003). აბაკს, იყენებდნენ ბაბილონელები, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 ათასი წლის წინ.
უდიდესი ისტორიული მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა მათემატიკის შემდგომი განვითარება, თვლის პოზიციური სისტემის შექმნა იყო. როგორც ჩანს, იგი შემოიღეს 4000 წლის წინ ძველ ბაბილონში. ჩვენთვის ჩვეული ათობითი პოზიციური ნუმერაცია შექმნეს ძველმა ინდუსებმა. ინდოეთიდან არაბების საშუალებით.
ნუმერაციის ეს სისტემა ციფრების აღნიშვნასთან ერთად (რომლებსაც ჩვენ "არაბულს" ვუწოდებთ) გადმოვიდა ევროპაში და შემდეგ კი გავრცელდა ყველა ქვეყანაში.
.jpg)
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანელი მათემატიკოსი გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716) 40 წლის მანძილზე აქტიურად საქმიანობდა არითმომეტრის შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად. მის მიერ აგებულ მანქანას შეეძლო არა.
ადამიანი, რომელმაც პირველად გამოთქვა გამომთვლელი მანქანის ფუნდამენტური იდეა და შეეცადა მის განხორციელებას, იყო ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ ბებიჯი (1791-1871).
XX საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მოგვიყვანა და ცხოვრების წესი შეგვიცვალა.
წინათ ინფორმაცია ქაღალდზე - წიგნებში, გაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდა. მათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.
XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. ლამპებს პირველად რადიომიმღებში სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ. 40-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ "ვეება მანქანას" მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.
1958 წელს მიკროსქემა - ჩიპი გამოიგონეს. ეს რამდენიმე მილიმეტრის სისქის სილიციუმის (კაჟის) თხელი ფირფიტაა. მიკროჩიპი ასობით ელექტრულ წრედს შეიცავს და თითქმის ყველა მანქანის მართვა შეუძლია, თუკი სათანადოდ იქნება დაპროგრამებული.
მიკროსქემის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უფრო პატარა, სწრაფი და მძლავრი კომპიუტერების აგება. თანამედროვე კომპიუტერს ანგარიშის გარდა, ინფორმაციის სწრაფი მოძებნა და დამახსოვრება შეუძლია. კომპიუტერი ერთ წამში გადაათვალიერებს ელექტრონული ხერხით დამახსოვნებულ მთელ ბიბლიოთეკას და ნებისმიერი წიგნის საჭირო გვერდს გიჩვენებთ.
.jpg)
ელემენტური ბაზის, ტექნიკური მახასიათებლების და ინფორმაციის დამუშავების მიხედვით მიღებულია კომპიუტერის დაყოფა თაობებად.
პერსონალური კომპიუტერი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უპირატესობით, როგორიცაა სიმარტივე, საიმედობა, დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობების გამო, გამოთვლითი ტექნიკა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა, რამაც, თავის მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
.jpg)
1977 წლისათვის გამოვიდა სხვადასხვა ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი: Tandy, Commodore, Apple II. განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერი Apple, რომლის პირველი მოდელი ორმა ახალგაზრდა მეგობარმა სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნეაკმა შექმნეს. 1976 წელს მათ დააარსეს კომპანია Apple Computer, რომლის სამუშაო ოფისად გამოიყენეს ჯობსის მშობლების ბინის ერთ-ერთი საძინებელი ოთახი. 1977 წელს მათ მიერ შექმნილი კომპუტერის შემდგომი მოდელი Apple II გამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფერადი გრაფიკით. ამ მოდელს დიდი წარმატება ხვდაწილად. უკვე 1980 წელს Apple Computer-ის შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს.
70-იანი წლების ბოლოს პერსონალური კომპიუტერის გავრცელებამ გამოიწვია დიდი და პატარა ეგმ-ებზე მოთხოვნილების შემცირება. ეს გახა IBM (Intelnational Business Machines Corporation) ფირმის სერიოზული შეშფოთების საგანი და ამიტომ 1979 წლიდან გადაწყვიტეს პერსონალური კომპიუტერების გამოშვება. კომპიუტერის მიკროპროცესორად არჩეულ იქნა უახლესი Intel-8088 მიკროპროცესორი.
.jpg)
ინტერნეტი
.jpg)
პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შექიმნა 1983 წლის 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსებული ყველა ჰოსტი ძველი NCP პროტოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ (National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად "fuzzballs". მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბაიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.
1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ის ჩართულ ორ კომპონენტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA), მეორე კი სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI) მდებარეობდა. ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა დაკავშირებოდა სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში ბილ დუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი კოლეგას ტელეფონის საშუალებით ამცნობდა. პირველი სეანსის მიმდინარეობისას მოხერხდა მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა – LOG, რის შემდეგაც ქსელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. LOG სიტყვა LOGON უნდა ყოფილიყო (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოხერხდა და შემდეგი ცდა წარმატებით დასრულდა. ზუსტად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.
შემდეგ ARPANET-ში სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება ერთიანდებოდა. 1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით ქსელში ჩაერთო პირველი უცხოური ორგანიზაციები (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან). ამგვარად ქსელი საერთაშორისო გახდა. სამოცდაათიან წლებში ქსელი ძირითადად გამოიყენებოდა ელექტრონული გზავნილების (email-ების) მიღებისა და გაგზავნისთვის. მაშინვე გაჩნდა პირველი Electronic mailing list, News Groups, Bulletin Board System (BBS).
მაგრამ ამ დროს არსებული ქსელი ჯერ კიდევ თავისუფლად ვერ ურთიერთქმედებდა სხვა ქსელებთან, რომლებიც განსხვავებული პრინციპებით იყო აგებული. ამგვარად 1982-83 წლებში შეიქმნა ერთიანი სტანდარტი. რომელსაც TCP/IP ჰქვია. ეს სტანდარტი დღესაც გამოიყენება სხვადასხვა ქსელების გასაერთიანებლად. TCP/IP-პროტოკოლი გულისხმობს, რომ ქსელში ჩართულ ნებისმიერ მოწყობილობას (კომპიუტერს) ენიჭება ნომერი ანუ IP-მისამართი და ვინაიდან ყველა კომპიუტერს, რომელიც დღეს ინტერნეტშია ჩართული თავისი უნიკალური ნომერი აქვს, მათ შიორის კომუნიკაციაც მოწესრიგებულია.
1983 წელს ტერმინი ინტერნეტი გახდა ერთიანი ქსელის სახელი. ქსელისა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ARPANET-ი ინტერნეტად გარდაისახა.
.jpg)
1990 წელს შედგა პირველი შეერთება ინტერნეტთან სატელეფონო ხაზის გამოყენებით (Dialup access). ამგვარად, ინტერნეტის მოხმარება მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი გახდა. ამან ინტერნეტში მასობრივ ჩართვას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით ინტერნეტში ჩართვის უამრავი სხვადასხვა საშუალება არსებობს: თანამგზავრული კავშირი, ტელეფონი, ფიჭური კავშირი, სპეციალური ოპტიკო ბოჭკოვანი ხაზები და სხვა. ვები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივი სანფორმაციო საშუალებისთვის მსგავსი რეზულტატის მისაღწევად გაცილებით უფრო დიდი ხანი იყო საჭირო – რადიოს 38 წელი დასჭირდა,
ტელევიზიას – 13, ინტერნეტს კი სულ რაღაც 5 წელი.
2010 წლის იანვარში ინტერნეტში შესვლა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გახდა შესაძლებელი. როდესაც ერთ-ერთ კოსმონავტს ჰკითხეს, როგორ გამოიყენა პირველად ინტერნეტი კოსმოსში, მან უპასუხა, რომ კოსმოსიდან თავის მეუღლისთვის ინტერნეტის საშუალებით საჩუქარი დაუკვეთა.
ნანოტექნოლოგიები
.jpg)
ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაში, ელექტროტექნიკაში და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს შეკითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.
ნანო” მეცნიერებაში აღნიშნავს რაიმე სიდიდის მემილიარდედ ნაწილს და ბერძნულად ჯუჯას ნიშნავს. ტერმინი ნანოტექნოლოგია 1974 წელს შემოიტანა იაპონელმა პროფესორმა ნორიო ტანიგუჩიმ, იგი ეწოდება ატომებისა და მოლეკულების შეკავშირებისა და მოწესრიგების გზით 1 დან 100 ნმ-მდე ხელსაწყოების, მასალებისა და სისტემების შექმნას.
.jpg)
No comments:
Post a Comment