
ნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603—1708) შთამომავალი იყო, იმანუელ ნობელის (1801—1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მამამისმა (თანამედროვე ფანრის გამომგონებელმა) დაიწყო „ტორპედოს“ სამუშაოები. 1859 წელს ეს სამუშაო გადაბარებულ იქნა მეორე ვაჟიშვილზე ლადვიგ ნობელზე (1831—1888), რომელმაც იგი საკმაოდ გააფართოვა. ამერიკაში ოჯახთან და მამასთან ერთად გაკოტრების შემდეგ დაბრუნებისას, ალფრედი მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. რამდენიმე აფეთქება გაზეთშიც იქნა გამოქვეყნებული, რომელიც იუწყებოდა ნობელების მფლობელობაში მყოფ ქარხანაში მომხდარ აფეთქებებზე. ერთ-ერთი აფეთქებისას 1864 წელს დაიღუპა ალფრედის უმცროსი ძმა ემილი და რამდენიმე მუშა.
ცნობილი ქიმიკოსი და ინჟინერ–გამომგონებელი ალფრედ ნობელი მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის ავტორი და 355 პატენტის მფლობელი იყო, თუმცა სახელი გაითქვა როგორც დინამიტის გამომგონებელმა. ერთმა სერიოზულმა უზუსტობამ კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. კერძოდ, 1888 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში შეცდომით გამოქვეყნდა ცნობა ალფრედ ნობელის გარდაცვალების შესახებ. ნეკროლოგში მას დინამიტის გამოგონებისთვის კიცხავდნენ და აუგად მოიხსენიებდნენ. მეცნიერმა გადაწყვიტა შთამომავლობისთვის სხვაგვარად დაემახსოვრებინა თავი და 1895 წლის 27 ნოემბერს პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში ხელი მოაწერა ანდერძს, რომელიც ნობელის პრემიის დაარსებასა და პრემიის ფონდისათვის საკუთარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა.
მთელი ჩემი დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: ჩემმა ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას. აღნიშნული პროცენტები უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ეკუთვნის ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე – მას, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე – ვინც შექმნის იდეალისტური მიმართულების განსაკუთრებულ ნაწარმოებს და მეხუთე – ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერების შემჭიდროებაში, მონობის მოსპობისა ან არსებული არმიების შემადგენლობის შემცირებაში და ხელს შეუწყობს სამშვიდობო კონფერენციების ჩატარებას. ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიებს მიანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – კაროლინის ინსტიტუტი სტოკჰოლმში, ლიტერატურაში – აკადემია სტოკჰოლმში, მშვიდობისათვის მებრძოლებს კი – ხუთი კაცისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ნორვეგიის სტორტინგი აირჩევს. ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, რომ პრემიების მინიჭებისას ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ეროვნებას, რათა პრემია ყველაზე ღირსეულმა მიიღოს, დამოუკიდებლად იმისა, სკანდინავიელია იგი თუ არა. ეს ანდერძი უკანასკნელი და საბოლოოა, მას კანონიერი ძალა აქვს და იგი აუქმებს ჩემს ყველა წინა ანდერძს, თუკი ასეთი გამოჩნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ. და ბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი და მხოლოდ შემდგომ დაიწვას გვამი“.
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი – პარიზი, 27 ნოემბერი, 1895 წ.
ალფრედ ნობელი გარდაიცვალა 1896 წლის 10 დეკემბერს იტალიის ქალაქ სან – რემოში.
ნობელის პრემია — ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ბ. ნობელის პატივსაცემად.
.jpg)
.jpg)
ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორციდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბმისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვა–სიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.
ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.
ყოველ წლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.
ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებით, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.
პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ შვედური კრონს წარმოადგენს. ლაურეატი ასევე ღებულობს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.
ნობელის პრემია ქიმიის დარგში გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან და შეადგენს 10 მილიონ შვედურ კრონს, რაც დაახლოებით 1,1 მლნ ევროს შეესაბამება. თუკი ერთ წელს პრემიას რამდენიმე ქიმიკოსი მიიღებს, პრემია თანატოლ ნაწილებად გაიყოფა ლაურეატებს შორის. ლაურეატების შერჩევა შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის პრეროგატივაა. 1895 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ ანდერძში, რომელიც ჯილდოს მინიჭების წესს განსაზღვრავდა, პრემიის დამწესებელი ალფრედ ნობელიაღნიშნავდა, რომ ნობელის პრემია ქიმიის დარგში უნდა მიენიჭოს მას, „ვისაც ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური აღმოჩენა ან გაუმჯობესება“ . ყოველ წელს ნობელის პრემია ლაურეატს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 19 დეკემბერს, გადაეცემა შვედეთის მეფის მიერ.
ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 153 ქიმიკოსმა მიიღო ნობელის პრემია. მათგან 150 მამაკაცია (98%) და სამი ქალი (2%).

.jpg)
ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, ასევე დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი). ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს მხოლოდ ერთხელ (გამონაკლისი იყო მარია სკლოდოვსკაია-კიური, მან ორჯერ მიიღო ნობელის პრემია). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ყოველი წლის 10 დეკემბერს ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება, ეს დღე ნობელის დღედაა გამოცხადებული.
1901 წელს პირველი პრემიის გადაცემასთან ერთად გაიმართა ნობელის პირველი ბანკეტი. დღეისათვის ბანკეტი სტოკჰოლმის მერიის ლურჯ დარბაზში ეწყობა. ბანკეტზე იწვევენ 1300-1400-მდე სტუმარს. ფრაკი და საღამოს კაბა აუცილებელია. მენიუს შერჩევაში მონაწილეობენ რესტორან “რატუშას სარდაფის” მზარეულები და კულინარები, რომლებსაც ამა თუ იმ წელს მიენიჭათ “წლის კულინარის” წოდება. სექტემბერში მენიუს სამგვარ ვარიანტს ნობელის კომიტეტის წევრები აგემოვნებენ, საბოოლოდ სწორედ ისინი წყვეტენ რა კერძები იქნება “ნობელის სუფრაზე”. ნობელის მენიუდან ცნობილია მხოლოდ უცვლელი დესერტი - ნაყინი, თუმცა 10 დეკემბრის საღამომდე ორგანიზატორების ვიწრო წრის გარდა არავინ იცის, რომელი სახეობის ნაყინი იქნება ბანკეტზე. ნობელის ბანკეტის სუფრები და სერვისი საგანგებო დიზაინისაა. თითოეული სუფრისა და ხელსაწმენდის კუთხეში ნობელის პორტრეტია ამოქარგული. ხელნაკეთი ჭურჭლის თითოეული თეფშის კიდეზეა სამი ფერი - ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი. ფერთა ასეთივე გამითაა შემკული ბროლის სირჩების ფეხები. ნობელის საბანკეტო სერვისი 1991 წელს ნობელის პრემიის 90 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო შეკვეთით დაამზადებინეს (შეკვეთის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა). ნობელის სერვისში შედის 6750 სირჩა, 9450 დანა-ჩანგალი, 9550 თეფში და ერთი ჩაის ფინჯანი, ის განკუთვნილია შვედეთის პრინცესა ლილიანასთვის, რადგან პრინცესა ყავასთან მწყრალადაა. ფინჯანი ინახება საგანგებო ხის ლამაზ ყუთში, რომელზეც შვედეთის პრინცესა ლილიანას მონოგრამაა ამოტვიფრული. დარბაზში მაგიდები მათემატიკური სიზუსტითაა განლაგებული. დარბაზს სან-რემოდან გამოგზავნილი 23 ათასი ყვავილით რთავენ. ოფიციანტების თითოეული მოძრაობა მკაცრად, წამის სიზუსტითაა გათვლილი. ნაყინის საზეიმო შემოტანას 3 წუთს ანდომებენ. სხვა კერძების შემოტანას 2 წუთი ეთმობა. ყოველი წლის 10 დეკეებრს ზუსტად 19:00 საათზე საპატიო სტუმრები მეფისა და დედოფლის თაოსნობით კიბეებით ეშვებიან ლურჯ დარბაზში, სადაც სხვა სტუმრები უკვე მაგიდებს უსხედან. შვედეთის მეფე ხელკავით მიაცილებს ნობელის პრემიის ლაურეატ ქალბატონს ან ნობელის პრემიის ფიზიკის ლაურეატის მეუღლეს. პირველს მისი უდიდებულესობის სადღეგრძელოს წარმოთქვამენ, მეორეს კი ნობელის ხსოვნის. შემდეგ მენიუს საიდუმლოს ააშკარავებენ. მენიუ დაბეჭდილია ნობელის ოქროს პროფილით დაღდასმულ ბარათებზე. ვახშმის განმავლობაში სახელოვანი მუსიკოსები უკრავენ. ბანკეტი სრულდება ნაყინით. ნაყინს გვირგვინივით ადგას შოკოლადით გამოძერწილი ლათინური “N”. 22:15 წუთზე შვედეთის მეფის ნიშანზე ყველანი საცეკავაოდ ინაცვლებენ რატუშას ოქროს დარბაზში. 1:30 სტუმრები შინ ბრუნდებიან.
No comments:
Post a Comment